ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის ,,საქართველოს პირველი პრემიერის - ნოე რამიშვილის მკვლელობა“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის ,,საქართველოს პირველი პრემიერის - ნოე რამიშვილის მკვლელობა“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოცემა საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის დეტალებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ, დღემდე გაუხმაურებელ დოკუმენტებს და ემიგრანტულ ლიტერატურაზე დაყრდნობით ავტორის მოძიებულ ცნობებს მოიცავს.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის

- ნოე რამიშვილის შესახებ წიგნი შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით და მხარდაჭერით გამოიცა. პრეზენტაციას ისტორიკოსები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ნოე რამიშვილის შთამომავლები დაესწრნენ. მათ შორის შვილიშვილი მიშელ რამიშვილი, რომელიც საფრანგეთიდან საგანგებოდ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეზე ჩამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ნოე რამიშვილის შთამომავლებმა გასულ წელს, პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლიურ სოფელ დიდ ვანში მიწის ნაკვეთი შეიძინეს და სახლი ააშენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში, ნოე რამიშვილის იუბილე პირველად აღინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა