დონალდ ტრამპი - მთელი ჩემი ცხოვრება მზად ვიყავი პუტინთან შეხვედრისთვის

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მთელი ცხოვრება მზად იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მონტანას შტატში თავის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ამბობენ, იქნება თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მზად ამ შეხვედრისთვის? რომ პრეზიდენტი პუტინი „კგბ“-დანაა და ა.შ. ვიქნები თუ არა მზად? სრულიად მზად ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება მზად ვიყავი ამ შეხვედრისთვის“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას გეგმავს.

„ურთიერთობის დალაგება რუსეთთან, ჩინეთთან, სხვა ქვეყნებთან - ეს ცუდი არ არის, ეს კარგია“, - განაცხადა მან.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვში ერჩივნათ 2016 წლის არჩევნებზე ჰილარი კლინტონს გაემარჯვა.

„რუსეთში, ალბათ ამბობენ: თუ ჩვენ მართლა მოგვწონს ეს ბიჭი, მაშინ დიდი შეცდომა დავუშვით, სჯობს ჰილარი კლინტონს გაემარჯვა“, - დასძინა მან.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა