მაიკ პომპეო - ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს და აშშ-ს ინტერესებს პასუხობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს და აშშ-ს ინტერესებს პასუხობს. ამის შესახებ ტელეარხი CNN იუწყება.

„მივიჩნევ, რომ მნიშვნელოვანია მათი შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან ამერიკისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს შექმნის“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს აშშ-ს კონგრესში „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გაუქმება მოითხოვეს მას შემდეგ, რაც რუსეთის დაზვერვის 12 თანამშრომელს ბრალდება წაუყენეს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უცხოური ჩარევის საქმის ფარგლებში.

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს ფინეთის დედაქალაქში ჰელსინკიში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა 2017 წლის 7 ივლისს შედგა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, რომელიც ჰამბურგში გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა