დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს გაიმართება

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა ხელს შეუწყობს ურთიერთობების კრიზისიდან გამოსვლას.

აღსანიშნავია, რომ გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს და აშშ-ს ინტერესებს პასუხობს.

„მივიჩნევ, რომ მნიშვნელოვანია მათი შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან ამერიკისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს შექმნის“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა 2017 წლის 7 ივლისს, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა