ტყიბულის შახტში დაშავებული 3 ადამიანი თბილისში გადმოყავთ

ტყიბულში, მიდელის სახელობის შახტში დაშავებული 6 ადამიანიდან 3 კატასტროფის ბრიგადას, ტყიბულის რაიონული საავადმყოფოდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოყავს. ტყიბულში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულები პროფილურ კლინიკაში მკურნალობას საჭიროებენ.

ცნობისთვის, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა