მინდელის შახტში დაშავებული ერთი პირი თბილისის დამწვრობის ცენტრში შეიყვანეს

მინდელის შახტში დაშავებული ერთი პირი თბილისის დამწვრობის ცენტრში შეიყვანეს. დაშავებულს საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დახვდა.

თბილისში ტყიბულის შახტში დაშავებული კიდევ 4 პაციენტი გადმოჰყავთ. აქედან სამს დამწვრობის ცენტრში მოათავსებენ, ერთს კი - ღუდუშაურის კლინიკაში.

რაც შეეხება მეექვსე დაშავებულს, ის საავადმყოფოდან გაწერეს.

შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა.