ოთარ კახიძე მეშახტეების დაღუპვაზე - ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, დამნაშავეების გამოსავლენად გამოძიებაა საჭირო

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, დაზარალებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელობა უსურვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

ოთარ კახიძის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, რომ ყველა ამგვარი შემთხვევა სრულფასოვნად გამოიძიოს.

„ალბათ ვეღარც ვითვლით მერამდენე მსგავსი ტრაგედია მოხდა. ეს ყველაფერი სტატისტიკად იქცა, ჩვეულებრივი რუტინის ნაწილია. თითქოს ყურიც კი მიეჩვია. ამ დროს გამოძიების შესახებ საზოგადოება არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. თუ ვინმეს პასუხისმგებლობა იყო უსაფრთხოების ზომების დაცვა და ეს არ მოხდა, მაშინ უნდა დადგეს შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ ეს არავის ბრალი არ არის და უბრალოდ შახტზე უსაფრთხოების ზომების მიღება შეულებელია, მაშინ კომპანიამ არ უნდა ჩაუშვას სამუშაოდ მეშახტე ისეთ ადგილას, სადაც გაუმართლებლად მაღალია დაღუპვის რისკი. თუ მაინც ამას აკეთებს, ისევ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება. ვიდრე დავიწყებთ ევროპულ სტანდარტებზე საუბარს, ჯერ რა მექანიზმებიც გვაქვს ის უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ამას არ აკეთებს მთავრობა და გაუგებარია რა მიზეზით“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა