OGP-ის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში გამართულ ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც სიტყვით გამოსვლისას ამ ინიციატივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

ილია ელოშვილის თქმით, ღია მმართველობა ნებისმიერი მთავრობისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და დადებითი შედეგები მოაქვს მოქალაქეებისთვის.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესი და მისი ძირითადი მიზნები.

„დღეს სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მმართველობასთან ერთად განვიხილავთ საკითხებს, თუ როგორ უნდა გახდეს მთავრობა უფრო მეტად რეაგირებადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული და საბოლოოდ, როგორ უნდა ემსახუროს მთავრობა თავის მოქალაქეებს და საკუთარ თავს“, - განაცხადა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მენეჯერმა, ბრიტანი ლეინმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში, თბილისის მერიისა და OGP-ის ორგანიზებით გაიმართა და შეხვედრაში OGP-ის ადგილობრივი ხელისუფლებების პროგრამაში ჩართული, 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მონაწილეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე გლობალურ სამიტს კი თბილისი 17 ივლისიდან 19 ივლისამდე უმასპინძლებს. სამიტში 76 ქვეყნის და 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო