იტალიის ვიცე-პრემიერი - ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხს დავაყენებთ

ოფიციალური რომი წლის ბოლომდე ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა.

„ჩვენი აზრით, სანქციებს სარგებელი არ მოაქვს, მათ შორის არც იტალიური ეკონომიკისთვის. წლის ბოლომდე ჩვენ დავსვამთ ბრიუსელში საკითხს ამ არაეფექტური პოლიტიკის გადახედვის შესახებ“, - განაცხადა სალვინიმ.

მისივე თქმით, კულტურის, ვაჭრობის, მრეწველობისა და უსაფრთხოების სფეროებში რუსეთთან კარგ ურთიერთობებს იტალია უკვე დაუბრუნდა.

„იტალია - ევროპული ქვეყანაა, რომელმაც სანქციების გამო ყველაზე დიდი ზარალი განიცადა. ყველასთვის ცნობილია, რომ იქ, სადაც იტალიამ დაკარგა, სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ოკეანეს გაღმა, სარგებელი ნახეს. სანქციებს სარგებელი არ მოაქვს, დღეში 7 მილიონი ევროს დაკარგვა კი სერიოზული ზარალია. ზუსტად ამდენს კარგავს იტალია ყოველდღიურად, სხვა ქვეყნები კი, ვინც ამ სანქციებიდან სარგებელს ნახულობენ, საკუთარ ბრუნვას ზრდიან“, - აღნიშნა იტალიის ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა