ტერაბანკმა კრწანისის ფილიალი „ფინანსური სახლის“ კონცეფციით განაახლა

„ფინანსური სახლის“ კონცეფციით ტერაბანკის კიდევ ერთი, ამჯერად გორგასლის ქუჩის N37-ში მდებარე ფილიალი განახლდა. განახლებული ფილიალი მომხმარებლებს 16 ივლისიდან მოემსახურება და სრულიად განსხვავებულ, კომფორტულ გარემოს შესთავაზებს.

ფინანსური სახლის კონცეფციის შესაბამისად, გორგასალზე მდებარე ფილიალში მისულ მომხმარებლებს განსაკუთრებული სივრცე, მყუდრო გარემო, კომფორტული ინტერიერი, მეგობრული პერსონალი, მათზე მორგებული მომსახურება და შეთავაზებები დახვდებათ. ფილიალში მათ სრული საბანკო სერვისების მიღება შეეძლებათ.

„ტერაბანკმა მომხმარებლებს კიდევ ერთი განახლებული ფილიალი წარუდგინა. ჩვენ ფილიალების ქსელის განახლებასა და გაფართოებას ვაგრძელებთ, რათა სასურველი საბანკო სერვისები მაქსიმალურად კომფორტულად და მათთვის მოსახერხებელ ადგილას რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს“, — აღნიშნავენ ტერაბანკში.

ტერაბანკი ფინანსური სახლის კონცეფციის განვითარებას კვლავაც აქტიურად გააგრძელებს. აღნიშნული კონცეფცია მთავარი გზავნილის — "ჩემი ფინანსური სახლის" ირგვლივაა აგებული და მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურების კომფორტულ და მყუდრო გარემოში გაწევას ითვალისწინებს. ამჟამად ამ კონცეფციით უკვე 14 ფილიალი ფუნქციონირებს. ტერაბანკის ფილიალების „ფინანსური სახლის“ კონცეფციით განახლება კვლავაც გრძელდება.

ტერაბანკი საქართველოს ბაზარზე 18 წელია ფუნქციონირებს, თუმცა ტერაბანკის სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირდება. იგი არაბულ საინვესტიციო ჰოლდინგს, დაბი ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების წამყვანი ბიზნესჯგუფია და სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს. დაბი ჯგუფს არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ხელმძღვანელობს, რომელსაც საქართველოში საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო