საქართველოს ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

OGP-ის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მუჰამედკალი აბილგაზიევის ხელმძღვანელობით ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მიიღო. მხარეები მიესალმნენ ყირგიზეთის მაღალი დონის მონაწილეობას ღია მმართველობის სამიტში და აღნიშნეს, რომ ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიტანს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.

მუჰამედკალი აბილგაზიევი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს OGP-ის სამიტზე.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ყირგიზეთის დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს შესაბამის უწყებებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა