მამუკა ბახტაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მუჰამედკალი აბილგაზიევს შეხვდა, რომელიც საქართველოს OGP-ისსამიტის ფარგლებში სტუმრობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების პირისპირ შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.

პირისპირ საუბრის შემდეგ მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, სადაც ყირგიზეთის მხრიდან გამოითქვა სურვილი საქართველოში განხორციელებული რეფორმების გაზიარების კუთხით საქართველოს მთავრობასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა.

„განსაკუთრებულად აღინიშნა წარმატებული ეკონომიკური რეფორმები, აგრეთვე ხელისუფლების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ტურიზმის სექტორის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, რომ გააქტიურდეს მთავრობათაშორისი კონსულტაციების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

აგრეთვე, შეხვედრისას, საუბარი შეეხო ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობას და ყირგიზეთის, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის როლს ცენტრალურ აზიასა და მთლიანად, აზიის რეგიონთან.

მუჰამედკალი აბილგაზიევმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა OGP-ის სამიტზე მოწვევისათვის და აღნიშნა, რომ სამიტში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა ღია მმართველობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების გაცნობისა.

თავის მხრივ, ქართული მხარე მიესალმა სამიტში ყირგიზეთის მაღალი დონის მონაწილეობას და აღინიშნა, რომ ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიტანს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან შინაგან საქმეთა, საგარეო და ფინანსთა მინისტრები, ხოლო ყირგიზეთის მხრიდან ყირგიზეთის რეპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია პრესრელიზში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს