მიხეილ ბატიაშვილი - ხელი ეწერება მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და იტალიას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში მნიშვნელოვან თანამშრომლობას გულისხმობს

დღეს ხელი ეწერება მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და იტალიას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში მნიშვნელოვან თანამშრომლობას გულისხმობს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ჟურნალისტებს განუცხადა. ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა იმართება.

"დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. ხელი ეწერება მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და იტალიას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში მნიშვნელოვან თანამშრომლობას გულისხმობს, ასევე ქართველი სპეციალისტების იტალიაში ვიზიტს და პირიქით, იტალიელი სპეციალისტების საქართველოში ჩამოსვლას. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, კულტურისა და განათლების სფეროში როგორ შეიძლება განვახორციელოთ წარმატებული პროექტები, როგორ მივიღოთ უფრო მეტი კვალიფიციური სპეციალისტი, რომლებიც იტალიის საუკეთესო ცენტრებში გაივლიან გადამზადებას. ეს ყველაფერი თავისთავად აისახება საქართველოზეც, სადაც გვეყოლება მაღალაკვალიფიციური საერთაშორისო დონის სპეციალისტები", - განაცხადა ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა