ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს შესთავაზა, ხანგრძლივი ორმხრივი ურთიერთობების ფილოსოფიაზე დაფიქრდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს შესთავაზა, ორმხრივი გრძელვადიანი ურთიერთობების ფილოსოფიაზე იფიქროს.

„რა თქმა უნდა, დროა, გალღვეს რუსეთ-ამერიკის კავშირები საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხაზით, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის პრეზიდენტს ვუთხარით, რომ იფიქროს არა მხოლოდ პრაქტიკულ საკითხებზე, არამედ ორმხრივი ხანგრძლივი ურთიერთობების ფილოსოფიაზე“, - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, ასეთი პროცესისთვის კარგი იქნებოდა იმ ექსპერტების გამოცდილება, რომლებმაც კარგად იციან ისტორია, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის ნიუანსები.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ ერთად არიან დამნაშავეები ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა