ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს პირადად მიუსამძიმრეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილებმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა და გენადი არველაძემ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახები მოინახულეს და პირადად მიუსამძიმრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მათთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი კაკაურიძე და წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი.

როგორც გიორგი ჩერქეზიშვილმა დაღუპული მეშახტეების ოჯახებთან შეხვედრისას აღნიშნა, ეს არამარტო მათი, არამედ მთელი საქართველოს დანაკარგია და ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა ასეთი ტრაგედიები აღარ განმეორდეს. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად, რისთვისაც აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე მთელი დღის განმავლობაში ტყიბულში იმყოფებოდნენ და ადგილზე პირადად გაეცნენ ვითარებას.

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში დღეს 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო