სერჯო მატარელა - იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს

იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს,- ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სერჯო მატარელამ, მარგველაშვილის მსგავსად, სიტყვით გამოსვლა ტყიბულის შახტში გარდაცვლილთა ოჯახებისთვის სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის რომში ვიზიტიდან სულ დამდენიმე თვეში შედგა. ჩვენს ხალხებს შორის არის უძველესი ურთიერთობები, რომლებიც ადასტურებს იმას, თუ რამდენად ღრმა არის ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა. ამას ადასტურებს ის ხელმოწერილი დოკუმენტებიც, რომლებიც თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებს მოიცავს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რამდენად მტკიცე და მყარია ჩვენი ურთიერთობები. იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს", - განაცხადა სერჯო მატარელამ.

იტალიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ავღანეთის მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც შეხვედრაზე სერჯო მატარელამ აღნიშნა, მისთვის საამაყოა, რომ პირველი პრეზიდენტია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს ეწვია.

"იტალია აბსოლუტურად მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ძალიან ვაფასებთ იმ ნდობასა და მისწრაფებას, რომელსაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ იჩენს. საქართველოს ამ პოლიტიკამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა - ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია. ბრიუსელის ნატოს სამიტზე იტალიამ საქართველო-ნატოს ურთიერთობასთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია დააფიქსირა", - განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა. მან გიორგი მარგველაშვილს მიღებისთვის, თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს