10 ოპოზიციური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება

10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. ვაშაძეს კანდიდატად პარტიები დღეს წარადგენენ.

შეგახსენებთ, ათი ოპოზიციური პარტიის მიერ ახალი გაერთიანება "ძალა ერთობაშია" შეიქმნა, რომელიც საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას დღეს ოფიციალურად დაასახელებს.

სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრები არიან: „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა; სახელმწიფო ხალხისთვის - ნიკა მაჭუტაძე; ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი; ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე; საქართველო ლიდერთა შორის - მამუკა გამყრელიძე; საქართველოს ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია. აღნიშნულმა პარტიებმა დეკლარაციას ხელი გუშინ მოაწერეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს