ვლადიმერ პუტინი - ახლა ბურთი ტრამპის მხარესაა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჰელსინკში, ამერიკელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, დონალდ ტრამპს 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ფეხბურთის ბურთი საჩუქრად გადასცა და ამერიკას 2016 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაში წარმატება უსურვა.

„რაც შეეხება იმ საკითხს, რომ სირიასთან დაკავშირებით ბურთი ჩვენ მხარესაა: აი, ბატონი პრეზიდენტი ესესაა საუბრობდა იმაზე, რომ დავასრულეთ და წარმატებით ჩავატარეთ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი. ბურთს რაც შეეხება, მინდა ბატონ პრეზიდენტს გადავცე ეს ბურთი. ახლა ბურთი მის მხარესაა“, - განაცხადა პუტინმა და ბურთი დონალდ ტრამპს გადასცა.

მოგვიანებით ამერიკის პრეზიდენტმა ბურთი თავის მეუღლეს მელანია ტრამპს ესროლა, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო