მიხეილ სააკაშვილი - პუტინი ნამდვილი ეშმაკია, ის მკვლელია - ტრამპი აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს, ანუ შენი მეგობრები ახლოს გყავდეს, მტრები კი კიდევ უფრო ახლოს

პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს, პრინციპით - შენი მეგობრები ახლოს გყავდეს, ხოლო მტრები კი კიდევ უფრო ახლოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-ზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინი ისეთი იყო, როგორიც არის. მე მას სადღაც ოცდაათჯერ შევხვდი და საკმაოდ კარგად ვიცნობ. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, ის აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს პრინციპით - შენი მეგობრები ახლოს გყავდეს, ხოლო მტრები კი კიდევ უფრო ახლოს. პუტინი ნამდვილი ეშმაკია. ის მკვლელია. ის ვერ იტანს აშშ-ს. ის აშშ-ს ნომერ პირველ მტრად მიიჩნევს, რომელიც მან უნდა გაანადგუროს. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მათ შორის თავის სამეზობლოში, ამ ზიზღით არის განპირობებული. ის ჩვენთან შემოიჭრა, ვინაიდან ამერიკის მოკავშირედ გვთვლიდა. ასე რომ, მასთან მიმართებაში ილუზიები არ მაქვს. ის ისეთია, როგორიც არის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ტრამპი იმ მოცემულობიდან გამომდინარეობდა, რომ პუტინი მოწინააღმდეგეა“.

„პრეზიდენტ ტრამპს ტერიტორიულ საკითხებზე არანაირი დათმობა არ გაუკეთებია. პუტინი ელოდებოდა უკრაინაში ან საქართველოში მის მიერ მიწების მიტაცების ლეგალიზებას. არ ვიცი დახურულ კარს მიღმა რა იყო ნათქვამი, მაგრამ ამ საკითხზე დათმობას ადგილი არ ჰქონია. ტრამპს ასევე კარგი პოზიცია ჰქონდა ენერგეტიკულ საკითხებზე. ეს ის საკითხია, რაც პუტინს აწუხებს. ჩვენ არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ იმას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს. ჩვენ იმასაც უნდა ვუყუროთ თუ რას აკეთებს ის. მომდევნო თვეებში ვნახავთ თუ რა მოჰყვება ამ შეხვედრას. მას სანქციების საკითხზე არაფერი დაუთმია, ეს ამ შეხვედრის დადებითი მხარეა“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოსა და უკრაინას შეიარაღება მიაწოდა, რაზეც წინა ადმინისტრაცია უარს ამბობდა.

„ტრამპის ადმინისტრაციას აქვს კონკრეტული ნაბიჯები, რაც ძალიან პოზიტიურია“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა