დავით გაბაიძე - პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურის დასახელების ვადა ხვალ ეწურება

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების ვადა ხვალ ეწურება,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

დავით გაბაიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი უმრავლესობის გადაწყვეტილების თანახმად, "ქართული ოცნების" კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს დაასახელებს. მისივე თქმით, სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულია თორნიკე რიჟვაძის, ექვსი პოლიტიკური პარტიის მიერ არმაზ ახვლედიანის და სახალხო საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გოჩა გუგუნავას კანდიდატურები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა