ნიკოლ ფაშინიანი ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძეს სამძიმარს უცხადებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიის შესახებ. ამ მძიმე მომენტში სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. თანაგრძნობისა და ნუგეშის სიტყვებით მივმართავ დაღუპულთა ნათესავებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მძიმედ დაშავებულებს“, - ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის წერილში.

ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში გუშინ აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო