ირინე ფრუიძე - საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ღია მმართველობაში

საქართველოს ღია მმართველობაში ძალიან ბევრი მიღწევა აქვს და ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ მიმართულებით, - ამის შესახებ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ საერთაშორისო კონფერენციის - „ღია პარლამენტი“ დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე დაეთმობა დისკუსიებს პარლამენტის ღიაობაზე, გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეების ჩართულობაზე საპარლამენტო პროცესებში.

“ჩვენს პარტნიორებს და კოლეგებს გავუზიარებთ ჩვენ გამოცდილებას, ასევე გავეცნობით მათ გამოცდილებას. დისკუსიების ერთ-ერთი თემა იქნება ღია მმართველობის მიმართულებით ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება. ვისაუბრებთ, ასევე იმ მეთოდებზე, თუ როგორ უნდა გახდეს პარლამენტი უფრო ღია და როგორ უნდა შეეწყოს ხელი საზოგადოების ფართო ჩართულობას საპარლამენტო პროცესებში“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა