პატრიარქი ავარიის დროს ჩვილების და მათი მამის დაღუპვის გამო სამძიმარს გამოთქვამს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე 14 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს.

პატრიარქი მწუხარებას გამოთქვამს ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის და მისი ტყუპი ჩვილების გამო და გარდაცვლილის მეუღლეს, თეონა იაკობაძეს, ასევე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმრის წერილით მიმართავს.

„მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვებს მურმანის (მიმო), სესილისა და ნიას უკვდავი სულთათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, თქვენ და თქვენი ოჯახის ახლობლებს მოგანიჭოთ მხნეობა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრების, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

14 ივლისს ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ორი ჩვილი და მამა ემსხვერპლა. ავარიის დროს მანქანაში ერთი ოჯახის სულ 5 წევრი იმყოფებოდა. საგზაო შემთხვევისას დაშავდა დედა და ბებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო