დიმიტრი ხუნდაძე ტყიბულის შახტში მომხდარზე - რადგან ასეთი ტრაგიკული შემთხვევები გახშირებულია, ფაქტია, რომ სადღაც რაღაც დაგვიანდა

რადგან ასეთი ტრაგიკული შემთხვევების ფაქტები გახშირებულია, ფაქტია, რომ სადღაც რაღაც დაგვიანდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

"მე მაისის თვეში ვიყავი უშუალოდ შახტში, 360 მეტრის სიღრმეზე. დავესწარი სამუშაო პროცესს. მეშახტეებთან ერთად მივიღე მონაწილეობა გარკვეულ სამუშაო პროცესებში. რა თქმა უნდა, მოლოდინი არ მქონდა, რომ საუკეთესო ვითარება დამხვდებოდა, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც ჩვენ ვნახეთ. მეშახტეები აბსოლუტურად გაუსაძლის პირობებში და მაღალი რისკის ქვეშ ასრულებენ სამუშაოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი სრულდება ხელით", - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ვენტილაციის გარეშე ფეთქებადსაშიში აირების დაგროვების რისკია, ვენტილაცია მუდმივ რეჟიმში მუშაობს, თუმცა, ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ის მოძველებულია.

"პირველ რიგში, ვენტილაციის სისტემები უნდა განახლდეს. მე აღარ ვსაუბრობ ლიფტებზე, რომელიც ათეულობით წლის წინაა დამონტაჟებული. უსაფრთხოება უნდა დაიცვას როგორც დამსაქმებელმა, ასევე მეშახტეებმაც", - განაცხადა ხუნდაძემ.

კითხვაზე, ხომ არ არის დაგვიანებული შახტის დახურვის გადაწყვეტილება და წინა პრემიერ-მინისტრსაც ხომ არ უნდა მიეღო მსგავსი ზომები, ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ფაქტები ადასტურებს, რომ სადღაც რაღაც დაგვიანდა.

"რადგან ასეთი ტრაგიკული შემთხვევების ფაქტები გახშირებულია, ფაქტია, რომ სადღაც რაღაც დაგვიანდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ურთიერთბრალდებებზე ვისაუბროთ", - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა