დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანებების ჩამოწერის ინიციატივას მხარი დაუჭირა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანებების ჩამოწერის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს მთავრობის ინიციატივით საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელებს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი სრულად ჩამოეწერებათ, თუ მათ 2013 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ საგადასახადო ანგარიშგება აღარ განუხორციელებიათ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების განხორციელების შედეგად, 27 634 გადასახადის გადამხდელს (იურიდიულ პირთა ოდენობა - 4 629, ხოლო ფიზიკურ პირთა რაოდენობა - 23 005) სრულად ჩამოეწერება დაახლოებით 550 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.

პროექტი დღეს კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს