ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ორი ბრალდებული დამცველების გარეშე დარჩნენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული ლუკა და თენგიზ კალანდიები დამცველების გარეშე არიან. ორივე ბრალდებულის ადვოკატებმა საქმიდან თავი აიცილეს.

თვითაცილების მოტივად დარეჯან ბუცხრიკიძემ და ეკა ხუციშვილმა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი დაასახელეს. ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის სამი მოწმეც დაიკითხა, თუმცა საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირის ადვოკატები ამბობენ, რომ დღეს დაკითხულ მოწმეებს საქმესთან ფაქტობრივად არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ.

"დღეს დაკითხული მოწმეები ფაქტობრივად არავითარ შემხებლობაში არ იყვნენ საქმესთან. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე მოიყვანდა მნიშვნელოვან მოწმეებს, რომლებსაც შემხებლობა ჰქონდათ ფაქტობრივ გარემოებებთან, მაგრამ სამწუხაროდ კვლავ გამოცხადდნენ ისეთი მოწმეები, რომლებიც არიან გამომძიებლები და რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებში აქვს მონაწილეობა მიღებული. დაცვის მხარე პირველივე დღიდან ითხოვს, რომ დაიკითხონ ის მნიშვნელოვანი მოწმეები, რომლებსაც უშუალო შემხებლობა ჰქონდათ 1-ელ დეკემბერს მომხდარ ფაქტობრივ გარემოებებთან და სიტუაციას აღწერენ ისინი. თუმცა, სამწუხაროდ დღევანდელ სხდომაზე ესეთი მოწმე ვერ ვიხილეთ. პროცესზე განცხადებაც გავაკეთეთ, რომ არ მოხდეს საქმის განხილვის გაჭიანურება და პატიმრობის გამოყენება არაგონივრულად. ვიმედოვნებთ, შემდეგ პროცესზე მაინც მოხდება ისეთი მოწმეების მოყვანა, ვისაც რაიმე ღირებული ინფორმაციის მიწოდება შეუძლია სასამართლოსთვის. საუბარია კალანდიებზე და კიდევ სხვა მოწმეებზე, რომლებიც საქმეზე მნიაშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ", - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა