პოლონეთის პრემიერი არ ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი პუტინთან შეხვედრაზე სერიოზულ დათმობებზე წავიდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი არ მიიჩნევს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინდელ შეხვედრაზე სერიოზულ დათმობებზე წავიდა.

„შესაძლოა, ერთი პრეზიდენტი, ჩვენი აღმოსავლელი მეზობელი ზეწოლას ახორციელებდა აშშ-ს პრეზიდენტზე დათმობის მიღების მიზნით, თუმცა, ამგვარი დათმობა არ შემიმჩნევია არც ყირიმის რუსეთზე მიერთების, არც უკრაინაში ომის კონტექსტში“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამავდროულად, მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, რომ „აშშ თავდაცვითი პოლიტიკის სფეროში მთავარი გარანტი და პარტნიორია“.

მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება რუსეთის პოლიტიკის გამო, რომელიც აგრესიულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო