თბილისის ნაწილს გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რაიონების ნაწილს ხვალ გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, მინდელის, ძოწის, მიცკევიჩის, საბურთალოს, ცინცაძის და თამარაშილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, პურის ჩიხის, ტყავის ჩიხის, რკინის რიგის, ბამბის რიგის, გრიგოლ ხანძთელის ჩიხის, ბეთლემის ჩიხის, ერეკლე II ჩიხის, ერეკლე II, შარდენის, კოტე აფხაზის, სიონის, აბოვიანის, საიათნოვას, ჩიხლაძის, ჯიბლაძის, ლერმონტოვის, აბო თბილელის, ახუნდოვის, აბესაძის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის, აბანოს, სამღებროს, ირგვლივის, შუშინის, გრიშაშვილის, ფირდოუსის და ახუნდოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოჭორმის ქუჩის მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ონიანის, ხაჩატურიანის, ართველაძის, კალანდაძის, წალენჯიხის, მებაღიშვილის, ნანეიშვილის, ტოლენჯის, აფანასიევის, შერვაშიძის და ამირეჯიბის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, ვასაძის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ლიბანის, ბარალეთის, ფოცხიშვილის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს