რიმა ბერაძემ ჩუღურეთში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, დღეს, ხუდადოვის 173-ში მცხოვრებ ღუბელაძეების ოთხშვილიან ოჯახს ეწვია, რომელიც საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, რიმა ბერაძემ მათ მთავრობის მიერ დადგენილი პროცედურები გააცნო და განუმარტა, რომ რიგითობის მიხედვით, თანმიმდევრულად, დაკანონებისთვის საჭირო პროცედურების წარმოება დაიწყება.

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ რაიონში მცხოვრები ქალების, განსაკუთრებით კი მრავალშვილიანი დედების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რათა შესაბამისად, დავეხმაროთ. ვცდილობთ, ხშირად მოვინახულოთ და ადგილზე გავეცნოთ მათ მდგომარეობას“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისი მუშაობის ერთ-ერთი სამიზნე აუდიტორია ქალები და მრავალშვილიანი დედებია და მათ დასახმარებლად ყველა შესაძლო ბერკეტს იყენებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო