პასკალ სან-ამანსი – სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნაში საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია

სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნაში საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, - განაცხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის (CTPA) დირექტორმა, პასკალ სან-ამანსმა, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ორგანიზებულ მაღალი რანგის შეხვედრას ესწრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პასკალ სან-ამანსის თქმით, საერთაშორისო დაბეგვრის საკითხები დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია სახელმწიფოების პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„დიდი ოცეულის სახელმწიფოები, აგრეთვე ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობენ საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებას. არსებული გამოწვევები დაკავშირებულია შემოსვლების გადატანასთან იმ ქვეყნებში, სადაც დაბალი საგადასახადო განაკვეთებია, შესაბამისად, სახელმწიფოები ყოველწლიურად კარგავენ მილიარდობით დოლარის შემოსავალს. საგადასახადო ბაზის შემცირების და მოგების გადაქაჩვის (BEPS) პროექტის ფარგლებში, OECD-იმ შეიმუშავა წესები, რომელიც მიმართულია საერთაშორისო დაბეგვრის ხარვეზების აღმოფხვრისკენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფომ მოახდინოს ამ წესების იმპლემენტაცია. ამასთანავე, დიდი ყურადღება ეთმობა საერთაშორისო თანამშრომლობის გაზრდას, რათა საგადასახადო ადმინისტრაციებს შეეძლოთ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება და მისი ეფექტურად გამოყენება. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელიც დიდი ოცეულის დავალებით OECD-იმ შეიმუშავა არის საფინანსო ინფორმაციის ავტომატურად გაცვლის სისტემა“, - განაცხადა პასკალ სან-ამანსიმ.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის საქართველოში ორგანიზება მიზნად ისახავს ამ მნიშვნელოვანი საკითხების ხაზგასმას და რეგიონალური დიალოგის წახალისებას.

„დღეს რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბნენ თბილისში, რათა ერთმანეთს გაუზიარონ არსებული გამოწვევები და ერთმანეთს გაუზიარონ მათი გამოცდილება. საქართველო აქტიური წევრია როგორც BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის, ისვე OECD-ის გლობალური ფორუმის, შესაბამისად, ამ შეხვედრის თბილისში ჩატარება ადასტურებს საქართველოს როლს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საერთაშორისო დაბეგვრის სისტემის რეფორმირების პროცესში“, - განაცხადა პასკალ სან-ამანსმა.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო