დიმიტრი ქუმსიშვილი - პროკურატურაში გამოკითხვაზე ვიყავი დაახლოებით 20 დღის წინ და ყველა საკითხზე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაახლოებით 20 დღის წინ იმყოფებოდა.

"პროკურატურაში გახლდით 20 დღის წინ. ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. მათ სურდათ ჩემი აზრი დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იყო ისეთი საკითხი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე ყველა იმ მოსაზრებაზე, რაც მე გამაჩნდა, ყველა კითხვაზე გავეცი ამომწურავი პასუხი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი აქვს დადებული, სიმართლეს არ შეესაბამება. "დღეს ჩამოვფრინდი საზღვარგარეთიდან. შესაბამისად, არანაირი ხელწერილი არ მაქვს დადებული",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

"პროკურატურაში გამოკითხვაზე ვიყავი დაახლოებით 20 დღის წინ და ყველა საკითხზე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია" - დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო