ირაკლი კობახიძე - შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში შეგნებულად სუსტი კანდიდატი წარადგინა

შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში შეგნებულად სუსტი კანდიდატი წარადგინა, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის წარდგენას.

„არსებობდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას კონკრეტული კანდიდატურის სასარგებლოდ. თქვენ შეგიძლიათ მარტივად იმსჯელოთ, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს კანდიდატი და ვინ შეიძლება იყოს ყველაზე მეტად მისაღები „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს ეჭვი წარდგენილმა კანდიდატმა გარკვეულწილად გაამყარა. ეს არის სუსტი კანდიდატი და რაში უნედა აწყობდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სუსტი კანდიდატის წარდგენა, ამაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

გრიგოლ ვაშაძე 9 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა