ბაზალეთის ტბაში 50 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბანაობის დროს შეუძლოდ გახდა და წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად მაშველებიც იმყოფებიან. ამ დროისთვის ტბაში ცხედრის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.