ირაკლი კობახიძე - მსჯელობაში ამოსავალი უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც დღეს დასაქმებულნი არიან ტყიბულში

საჭიროა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ ამ მაღაროებში.ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ამოსავალი ამ მსჯელობაში უნდა იყოს ადამიანი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მინდელის სახელობის შახტის დახურვის გადაწყვეტილებისა და დასაქმებულთა ხელფასის ანაზღაურების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და ამოსავალი ამ მსჯელობაში უნდა იყოს ადამიანი. „ეს არის ურთულესი საკითხი. დღესაც, ცალსახად იმის თქმა, რომ რაღაც უნდა დაიხუროს მუდმივად, ამის თქმა არის შეუძლებელი. ეს არის შრომის უსაფრთხოების საკითხი, ეს არის, ზოგადად, დასაქმების საკითხი, ეს არის სოციალური საკითხი. აქედან გამომდინარე, ერთი ხელის მოსმით ეს საკითხი, ბუნებრივია, ვერ გადაწყდება. არის საჭირო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ ამ მაღაროებში. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ამოსავალი ამ მსჯელობაში უნდა იყოს ადამიანი, უნდა იყვნენ ის მშრომელები, რომლებიც არიან დასაქმებულნი დღეს ტყიბულში და თუ ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორ დასკვნებს გამოვიტანთ ამ პროცესში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება შახტების ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს კომპლექსური საკითხია. მისი განმარტებით, გასათვალისწინებელია ყველა ფაქტორი, რის საფუძველზეც უნდა იქნას მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება იქ დასაქმებულთა ინტერესებს.

„ეს არის კომპლექსური საკითხი. უნდა მოხდეს ამის ნაციონალიზაცია, არ უნდა მოხდეს, კომპენსირება უნდა მოხდეს - არ უნდა მოხდეს, ამას ყველაფერს სჭირდება შესწავლა, უნდა ვნახოთ მათ შორის რა არის სახელმწიფოს რესურსი ამ მიმართულებით და ამის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი. კიდევ ერთხელ, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ფაქტორი, დასაქმების ფაქტორი, სოციალური ფაქტორი და ამ ყველა ფაქტორის კომპლექსური გაანალიზების საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება იქ მშრომელი, დასაქმებული ადამიანების ინტერესებს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, თუ ეს არის საჭირო იმისათვის, რომ გამოძიებულ იქნას ის საქმე, რომელიც დაკავშირებულია ამ ტრაგედიასთან. ამაზეც ვიმსჯელებთ და ამას განვიხილავთ. ეს არის დამოკიდებული ჩვენს განხილვაზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო