თამარ ხულორდავა - ავსტრია ღია კარის პოლიტიკის და ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და ამდენად, ჩვენთვის ძალიან საიმედო პარტნიორია ევროპული ინტეგრაციის გზაზე

„ავსტრია საქართველოს მხურვალე მხარდამჭერია. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ავსტრია ღია კარის პოლიტიკის და ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და ამდენად, ჩვენთვის ძალიან საიმედო პარტნიორია ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ავსტრიის ეროვნული საბჭოს ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რეინოლდ ლოპატკათან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, თამარ ხულორდავამ და რეინოლდ ლოპატკამ ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, საპარლამენტო თანამშრომლობაზე და ქართული მხარის მონაწილეობაზე ავსტრიაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში.

„2018 წლის მეორე ნახევარში ავსტრია ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ძალიან ბევრ ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ დღის წესრიგთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ავსტრიის მხარის სურვილი, რომ საქართველო ამ ღონისძიებებში ჩაერთოს. ერთ-ერთი მათგანი არის კონფერენცია, რომელიც გაფართოვების საკითხზე ოქტომბერში გაიმართება და საქართველო მასში მონაწილეობას მიიღებს“,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო