შახტში დაშავებულ ორ მეშახტეს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის კანის გადანერგვის ოპერაციებს ჩაუტარებენ

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებულ ორ მეშახტეს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის კანის გადანერგვის ოპერაციებს ჩაუტარებენ. ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ერთ პაციენტის ოპერაცია დღეს, ხოლო მეორეს - ხუთშაბათს ჩაუტარდება.

„ორი პაციენტის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ და რამდენიმე დღის შემდეგ ისინი თავიან ოჯახებს დაუბრუნდებიან. რაც შეეხება ორ მძიმე პაციენტს, რომლებიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებულები, მათი მდგომარეობა ასევე მძიმედ რჩება. ახლა გადაწყდა, რომ ერთ პაციენტს კიდურებზე კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება, ორივე მტევანზე ფუნქციის შენარჩუნების მიზნით, ხოლო მეორე პაციენტისთვის იგივე ოპერაცია ხუთშაბათს არის დაგეგმილი“, - განაცხადა ქაშიბაძემ და დასძინა, რომ ამ დროისთვის ორივე პაციენტს ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა აქვს.

„ამ წუთისთვის არანაირ გართულებას ადგილი არ აქვს“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა