თორნიკე რიჟვაძე - პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტი უკვე შერჩეულია და უახლოს დღეებში საზოგადოებას სამუშაო გეგმას წარუდგენს.

"კარგია, რომ პრეზიდენტმა სწორად განმარტა კონსტიტუციური ჩანაწერი და გაიზიარა ხალხის ნება. ჩვენ უკვე მიმდინარე დღეებში გვექნება აქტიური კომუნიკაცია, საზოგადოებისთვის იქნება წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი და ასევე ის ხედვები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც აჭარაშია.

ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიურად გაწერილი პროგრამული ხედვა, როგორც ეკონომიკის, ასევე მმართველობის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით და უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წინაშე და საზოგადოების ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი პროცესში.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა შერჩეულია კვალიფიკაციით, გამოცდილებით და ვფიქრობ, ეს შემადგენლობა ადეკვატურად შეძლებს რეგიონის გამოწვევებისთვის გამკლავებასა და ხალხის მოლოდინების გამართლებას", - განაცხადა რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა