გიორგი მარგველაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მქუხარე აპლოდისმენტებით გაყვანილი და ჩემგან დაცული პრემიერი რამდენიმე დღეში თურმე ნეგატიური პერსონა აღმოჩნდა

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მქუხარე აპლოდისმენტებით გაყვანილი და ჩემგან დაცული პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღეში თურმე ნეგატიური პერსონა აღმოჩნდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კრიტიკის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

„ნება მომეცით, არ გავაკეთო კომენტარი კონკრეტულად ბატონი კობახიძის ან სხვა დეპუტატების თაობაზე. უბრალოდ ერთი რამე მინდა გითხრათ... მე მახსოვს, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, პარლამენტში მქუხარე ტაშით დამტკიცდა კვირიკაშვილის მთავრობა. მე მახსოვს, რომ მაისის დასაწყისში, როდესაც მქონდა პარლამენტში მოხსენება, რიგ საკითხებზე გავაკრიტიკე საქართველოს მთავრობა და რიგი თემები წამოვწიე, როგორც პრობლემები. მე მახსოვს, რომ მაშინ სასტიკად გამაკრიტიკა ამ ჯგუფმა, როგორც არასერიოზული და არაადეკვატური. აღმოჩნდა, რომ სულ ცოტა ხანში ეს მქუხარედ მიღებული ახალი მთავრობა, მისი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტში ჩემგან დაცული კვირიკაშვილი, თურმე წლების განმავლობაში ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებდა. ყოველივე ეს ძალიან უსიამოვნო ასოციაციებს აჩენს ჩვენი პოლიტიკური კულტურის მიმართ. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს დავუფიქსიროთ ჩვენი შეხედულებები და ვიყოთ პასუხისმგებელი ერთი ან ორი თვის წინ გაკეთებულ განცხადებებზე მაინც. არ გავაკეთებ კონკრეტულად კომენტარს, მაგრამ ასე ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკური კულტურა, რომ მქუხარე აპლოდისმენტებით გაყვანილი პრემიერ-მინისტრი და დაცული პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღეში თურმე ასეთი ნეგატიური პერსონა აღმოჩნდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მინდელის შახტში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოებაზე საპარლამენტო უმრავლესობას სწორი პოზიცია ჰქონდა, თუმცა მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ სწორი ზომების მიღების საშუალება არ მისცა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს