პაატა ბურჭულაძე - უნდა დასრულდეს ტოტალური უსამართლობა და სიკეთესთან ბრძოლის ზეობა

უნდა დასრულდეს ტოტალური უსამართლობა, სიკეთესთან ბრძოლის ზეობა, უნდა დასრულდეს ოლიგარქის ერთმმართველობა და რაც შეიძლება სწრაფად, - ასე მიმართა გუშინ, ბაგრატის ტაძრის ეზოსთან შეკრებილ ოპოზიციის მხარდამჭერებს პაატა ბურჭულაძემ.

მსოფლიო ტენორის განცხადებით, ის აღარ დაბრუნდება პოლიტიკაში, თუმცა აქტიურად იბრძოლებს უსამართლობის წინააღმდეგ. პაატა ბურძულაძე მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციური გაერთიანების საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს და აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე დაიცავს თითეული ადამიანისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უფლებას.

“მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ მესროლეს, არამედ იმიტომ, რომ ესროლეს საქართველოს იმიჯს, საქართველოს რეპუტაციას, ადამიანის უფლებებს, ქართულ სახელმწიფოებრიობას. დღეს აღარავინაა დაცული უსამართლობისგან, ცილისწამებისგან, დევნისგან. დღეს უკიდურესმა გაჭირვებამ შელახა ქართველი კაცის ღირსება, დღეს ყველაფრის მკადრებელი წახალისებულია. სულ ახლახან კიდევ ერთხერლ შეგვზარა ტყიბულში მომხდარმა ტრაგედიამ. დღეს არც ადამიანის უსაფრთხოებაა დაცული. ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება უდიდესი საფრთხის წინაშე დადგა - ან შევინარჩუნებთ ან სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოს. მე აღარასდროს მოვალ პოლიტიკაში, მაგრამ ვიქნები ქართული საზოგადოების აქტიური წევრი და ვიბრძოლებ უსამართლობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა