ზაზა სარალიძე - ახალი მთავარი პროკურორისგან მივიღე პირობა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პირად კონტროლზე აიყვანს

ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორს შეხვდა. როგორც სარალიძემ შალვა თადუმაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან მიიღო პირობა მთავარი პროკურორისგან, რომ პირად კონტროლზე აიყვანს ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ზაზა სარალიძის შეფასებით, პროკურატურაში გამართული შეხვედრა, რომელსაც მისთვის უცნობი მიზეზებით, საქმის პროკურორები არ ესწრებოდნენ, კონსტრუქციულად წარიმართა.

„სამწუხაროდ, საქმის ახალი პროკურორები არ ესწრებოდნენ შეხვედრას, ვისთანაც კონკრეტული კითხვები მქონდა და ველოდი კონკრეტულ პასუხებს. მაგრამ შევხვდი ახალ პროკურორს, რომელთანაც ვისაუბრე ამ დეტალებზე. შალვა თადუმაძემ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს. შეხვედრა კონსტრუქციული იყო“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ შეიძლება, ვინაიდან ახალი პროკურორი საქმის დეტალებს ამ ეტარპზე ეცნობა. თუმცა იმედოვნებს, რომ უწყების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს