გიორგი მღებრიშვილმა და თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი ანკარაში თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ხელმძღვანელს დოქტორ მეჰმედ გულუოღლუს შეხვდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. გიორგი მღებრიშვილმა თურქულ მხარეს ტყის ხანძრების დროს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და AFAD-ის ხელმძღვანელთან, მეჰმედ გულუოღლუსთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა.

„ თურქულ მხარესთან თანამშრომლობის დიდხნიანი გამოცდილება გვაქვს, მათ ტყის ხანძრების დროს საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინეს. შესაბამისად, ახლა საქმიანი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. დღეს ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმოთ. თურქული და ქართული მხარე უფრო აქტიურ რეჟიმში გააგრძელებენ კომუნიკაციას. ჩვენი სამსახურისათვის მნიშვნელოვანია რეგიონში პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა და მათთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაზე ზრუნვა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს კატასტროფების რისკის მართვის კომპეტენციის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობასა და გაძლიერებას, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობას.

ამასთან, თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა: სასწავლო ვიზიტები და სემინარები, ექსპერტთა, სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლითი პროგრამები. მხარეები ერთმანეთთან სამეცნიერო მიმართულებითაც ითანამშრომლებენ.

გიორგი მღებრიშვილმა თურქ კოლეგებთან ერთად სიტუაციური ოთახი დაათვალიერა და ადგილზე არსებულ სამუშაო გამოცდილებას გაეცნო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა