მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმატება დიდწილად ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება

საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმატება დიდწილად ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება და იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც ქვეყანაში მმართველობის გაუმჯობესებისთვის გადავდგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, წელს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად გახდა 76 ქვეყნისგან შემდგარი მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა. მისივე თქმით, ეს არის დიდი პატივი. ამასთან, მამუკა ბახტაძემ იმ მიღწევებსა და განვლილ გზაზე ისაუბრა, რაც საქართველომ ღია მმართველობის ფარგლებში გადადგა.

„ეს არის ჩვენთვის დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა. ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა ჩვენთვის ქმნის უნიკალურ საშუალებებს ვისაუბროთ იმ პროგრესზე და ამავე დროს გამოწვევებზე რაც გვაქვს საქართველოში.

რა გზა გავიარეთ აქამდე. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო , რომელიც 2011 წელს OGP-ს შეუერთდა. 2014 წელს საქართველო OGP-ის მმართველ კომიტეტის წევრად აირჩიეს. 2016 წელს კი საქართველოს მთავრობა პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმატება დიდწილად ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება და იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მმართველობის გაუმჯობესებისთვის გადავდგით.

დღეს საქართველოში ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ღია მმართველობის პროცესში. ამჟამად მთავრობასთან ერთად ღია მმართველობის გეგმას საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერია და უზენაესი სასამართლო ახორციელებს.

ღია მმართველობაში ასევე აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ღრმად გვწამს, რომ ხელისუფლების ყველა შტოს ძალთა მობილიზება დაგვეხმარება რეალური შედეგების ეფექტიანად მიღწევაში.

ღია მმართველობის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა ის, რომ ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა ჩამოგვეყალიბებინა სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ჩვენ შევქმენით ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმი.

საერთაშორისო კვლევების თანახმად, საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მატარებელი ქვეყანაა მსოფლიოში. საჯარო სერვისების დროულად და ეფექტურად მიწოდების მიზნით, ჩვენს ქვეყანაში ეფექტურად მოქმედებს საჯარო სერვისების ჰაბი - იუსტიციის სახლი, რომელიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ფუნქციონირებს და 400-ზე მეტ სერვის აწვდის ჩვენს მოქალაქეებს. ამავე მიზნით სოფლებში მოქმედებს 53 საზოგადოებრივი ცენტრი. სერვისების ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში.

2012 წლიდან მუდმივად უმჯობესდება საბიუჯეტო გამჭვირვალობა. როგორც ყოფილი ფინანსთა მინისტრი ვამაყობ, რომ 2017 წლის შეფასებით, საქართველო ამ კუთხით მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს.

ამავე დროს საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიხედვით ჩვენ რეგიონში მეორე ადგილზე ვართ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა