მაია ცქიტიშვილი - მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში

მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავარ პროკურატურაში მისი წინამორბედის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვის კომენტირებისას, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა პროექტებთან დაკავშირებით გაუჩნდა მას კითხვები ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

"პარლამენტშიც გავეცი ამ კითხვებზე პასუხი. ჩემი ამოცანა არ არის გამოძიების ჩატარება, არც ჩამიტარებია და არც დამიწყია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი გუნდი ვმუშაობთ პირველ რიგში იმაზე, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია, სწრაფად, წარმატებულად და ხარისხიანად დავასრულოთ, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმით, არ იცის, როდის იყვნენ ალავიძე და ქუმსიშვილი პროკურატურაში დაბარებული და აღნიშნული ინფორმაცია გუშინ მედიით შეიტყო.

"სამწუხაროდ, მე არ ვიცი როდის იყო დაბარებული და გუშინ, თქვენთან ერთად ვნახე კომენტარები, რაც გაკეთდა. კითხვების დასმის უფლება და საშუალება ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს აქვს. შესაბამისად, ეს იქნება პოლიტიკოსი, რიგითი მოქალაქე, პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუ რიგითი საჯარო მოხელე, ყველანი ვალდებული ვართ, კანონის მიხედვით გავცეთ ამ კითხვებს პასუხი",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა