ირაკლი კობახიძე - პარლამენტს აქვს ამბიცია, რომ გახდეს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული ორგანო

ჩვენ ვართ ლიდერი რეგიონში განვითარების თვალსაზრისით და ეს იმის დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად ვართ დაფუძნებული დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“პარლამენტს აქვს ამბიცია, რომ გახდეს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული ორგანო, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ზოგად ამბიციასთან, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა და შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძვნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ამ სულისკვეთებით ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა გასული წლების განმავლობაში. ჩვენ თვისობრივად გავაძლიერეთ დემოკრატიული სისტემა და დავამკვიდრეთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში წინსვლა არის ფუნდამენტური და მისი მიღწევა შეუძლებელი იყო შესაბამისი პოლიტიკური ნების გარეშე. ამ ყველაფერში გადამწყვეტი არის პოლიტიკური ნება. ჩვენ კი ეს ნება გვქონდა, რომ განგვეხორციელებინა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი დემოკრატიის გასაძლიერებლად და სამართლებრივი სახელმწიფოს დასამკვიდრებლად. ამას ეფუძნებოდა პარლამენტის სურვილი, რომ მაქსიმალურად გაგვეხსნა პროცესები საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს დასამალი არაფერი აქვს და ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია.

“ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი განვითარების მიღწევა. ეკონომიკური განვითარების კუთხით ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში და ეს ყველაფერი მოვახერხეთ იმასთან ერთად, რომ უზრუნველყოფილია დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტადარტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ არათუ კონფლიქტში არ არის ერთმანეთთან დემოკრატია, ღიაობა, საჯაროობა და განვითარება, არამედ პირიქით, ღიაობა, დემოკრატია და გამჭვირვალობა არის საუკეთესო წინაპირობა იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვართ ლიდერი რეგიონში განვითარების თვალსაზრისით და ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაფუძნებული დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე. ამ სულისკვეთებით მოქმედებს საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ძალიან ამბიციური გუნდი ჰყავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ სწორედ ამ გუნდის ძალისხმევით, პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა