რამაზ საყვარელიძე - გრიგოლ ვაშაძე თავისი მოღვაწეობით პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს, თუმცა მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ფონზე ნაკლები შანსი აქვს

გრიგოლ ვაშაძე ბევრ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს თავისი მოღვაწეობით, თუმცა მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულების ფონზე ნაკლები შანსი აქვს, - ასე აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე 10 ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში.

„კანდიდატი ბევრ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს თავისი მოღვაწეობითაც, როგორც პოლიტიკოსი ზომიერი იყო ყოველთვის, მაგრამ ვნახეთ, რომ იმერეთში ჩატარებულ არჩევნებში, სადაც წარდგენილი იყო კანდიდატად, მან ვერ გაიმარჯვა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ მარცხის არის ის, რომ მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შემოშვება ხელისუფლებაში საზოგადოებას არ უნდა. ამდენად, კანდიდატებს ამ დამოკიდებულების ფონზე შანსი ნაკლები აქვთ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, იბრძოლებს თუ არა აღნიშნული კანდიდატი მეორე ტურისთვის, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის დააყენებს კანდიდატად მმართველი გუნდი.

„თუ აღმოჩნდება, რომ მმართველი გუნდის მიერ წამოყენებული კანდიდატი ვერ იმარჯვებს პირველ ტურში და ეს კანდიდატის პერსონალურ წონაზეც არის დამოკიდებული, ამ შემთხვევაში მეორე ტურის შანსი იქნება. თუმცა, როგორც არაერთხელ ვნახეთ, ძალიან ძნელია ხელისუფლების მიყვანა მეორე ტურამდე, რადგან ხელისუფლება პირველ ტურში გასამარჯვებლად მაქსიმალურ მობილიზაციას აკეთებს“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

ოპოზიციური პარტიების ერთობამ - "სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი ქუთაისში, "ბაგრატის ტაძართან" წარადგინა. სამოქალაქო მოძრაობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო