მამუკა მდინარაძე - ნებისმიერი ადამიანი, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი, ვალდებულია, გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს

ნებისმიერი ადამიანი, ვისი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს ის, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი, ვალდებულია პასუხი გასცეს პროკურატურის კითხვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პროკურატურაში ორი ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ გარემოებას, რომ საუბარია დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე, მდინარაძემ აღნიშნა, რომ “დარწმუნებულია, რომ გამოძიება ამას დეტალურად გასცემს პასუხს“.

“ბუნებრივია, გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს და არც უნდა მქონდეს. რაც შეეხება ამ ადამიანების დაკითხვას, ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც გამოძიებას კითხვები ექნება, ვალდებულია, კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს, იმის მიუხედავად, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა