ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკში UNESCAP-ის ფორუმს თავმჯდომარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) მე-6 ფორუმში თავმჯდომარის რანგში მონაწილეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ფორუმზე ESCAP-ის ჯგუფის სახელით ანგარიში წარადგინა და გაეროს მაღალი ტრიბუნიდან რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიან განხორციელებას და 2030 წლის დღის წესრიგის განსაზღვრას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში წყლის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებზე, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებზე, სატყეო და ბიომრავალფეროვნების კუთხით არსებულ პოლიტიკაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილია საკოორდინაციო საბჭო და ეროვნულ კანონმდებლობასთან თანხვედრაში მყოფი მდგრადი განვითარების ინდიკატორების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.

ფორუმი 16-18 ივლისს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში 25 სხვადასხვა თემატური ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით საკუთარ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ერთმანეთს გაუზიარონ.

ფორუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრთან ერთდ, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე ესწრებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა