სოზარ სუბარი - ჯანდაცვისა და დევნილთა სამინისტროების შერწყმა უკეთეს შედეგს მოგვცემს

ჯანდაცვისა და დევნილთა სამინისტროების შერწყმა გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვცემს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილმა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დევნილთა სამინისტროს გუნდი, რომელიც მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს, პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.

„დავით სერგეენკო გუშინ იყო ჩვენ სამინისტროში და დეტალურად გაეცნო იმას, რაც კეთდებოდა დევნილთა სამინისტროში. ეწვია თითოეულ დეპარტამენტს და შეხვდა ყველა თანამშრომელს დღეს კი სამუშაო ფარგლებში გადავწყვიტეთ შეხვედრა, რათა თითოეულმა თანამშრომელმა ზუსტად იცოდეს, როგორი იქნება მათი ურთიერთმოქმედება, როგორ განაწილდება ფუნქციები და როგორ იმუშავებს ეს ორი სამინისტრო ერთად. ორივე არის სოციალური პროფილის მიმართულება და ამიტომ ეს გაერთიანება არის ძალიან ბუნებრივი, თუმცა ამავდროულად, ორივე ძალიან რთული სამინისტროა, მძიმე სოციალურ გამოწვევებთან აქვთ შეხება. ასევე ის რეფორმები, რაც წლების განმავლობაში გაატარა ჯანდაცვის სამინისტრომ დავით სერგეენკოს მეშვეობით და ის მართლაც საოცარი წარმატება, რაც მიუღწეველია ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, იძლევა იმის მყარ გარანტიას, რომ სიძნელეები, რომელიც დევნილთა სამინისტროს და დევნილთა პრობლემებს ახლავს, ზუსტად ასეთივე წარმატებით იქნება გადაჭრილი. მეორე მხრივ, გუნდი, რომელიც დევნილთა სამინისტროდან მოდის, დაკომპლექტებულია ძლიან მაღალი პროფესიონალიზმით, რომლებმაც არა მხოლოდ იციან, რა უნდა გააკეთონ, არამედ პირადად იცნობენ თითოეულ დევნილს და პირადად იციან მათი გასაჭირი, პრობლემა. შესაბამისად, სამინისტროს ეს შერწყმა მოგვცემს გაცილებით უკეთეს შედეგს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ჯანდაცვის სამინისტროს „სასწავლო-სატრენინგო ცენტრში“ ჯანდაცვისა და დევნილთა სამინისტროს თანამშრომლების გაერთიანებული შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც დავით სერგეენკო და სოზარ სუბარი ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა