ირაკლი ხმალაძე - არქიტექტურული საქმიანობის სერთიფიცირება საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა

არქიტექტურული საქმიანობის სერთიფიცირება საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, არქიტექტურული საქმიანობის სერთიფიცირებისთვის კანონში ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო. ირაკლი ხმალაძის თქმით, პარლამენტთან მუშაობის შედეგად, მომავალი წლიდან ამ საქმიანობის სამართლებრივად დაქვემდებარება უკვე შესაძლებელი იქნება.

„არქიტექტურული საქმიანობის სერთიფიცირება საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც დღეს დედაქალაქის მერმა დაგვავალა. არქიტექტურის პრობლემები არა მხოლოდ მერიაში, არამედ მერიის გარეთაც არის. საჭიროა როგორც კვალიფიციური რევიზია, ასევე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებების და განაშენიანების რეგულირების გეგმების კვალიფიციური მომზადება. შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავებთ პარლამენტთან იმისათვის, რომ მოხდეს კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, გაიწეროს პროცედურა, თუ როგორ განხორციელდება სერთიფიცირება და სავარაუდოდ, მომავალი წლიდან უკვე შესაძლებელი იქნება ამ საქმიანობის სამართლებრივად დაქვემდებარება,“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს