დაკავებული მარად წითელაძის მეუღლე მისი მეუღლის „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირს არ ადასტურებს

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული მარად წითელაძის მეუღლე, ინგა წითელაძე აცხადებს, რომ მის მეუღლეს „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავასოღლისთან სატელეფონო კომუნიკაცია მუდმივად ჰქონდა და ისინი თანასოფლელები არიან, თუმცა, დაკავებულის ოჯახი მის „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირს არ ადასტურებს.

"ერთი სოფლიდან, ბავშვობის მეგობრები არიან. არავითარ დავალებას არ იღებდა. უბრალოდ ერთმანეთთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ. სხვა არაფერი არ ვიცი",- აცხადებს ინგა წითელაძე.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირია დაკავებული, „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავასოღლის კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს